სამაგიდო თამაში Memory Classic.
Memory – ში მოთამაშეები საკუთარ სვლაზე ატრიალებენ 2 ფირფიტას (ჯერ ერთს და შემდეგ მეორეს), თუ გადმოტრიალებულ ფირფიტებზე მსგავსი გამოსახულებებია ის ორივე ფირფიტას იღებს და იდებს წინ, რაც ნიშნავს, რომ მას უკვე 1 ქულა აქვს. მსგავსი გამოსახულებების აღმოჩენის გამო სვლა იმავე მოთამაშეზე რჩება და ის აგრძელებს თამაშს იქამდე, სანამ შეძლებს მსგავსი გამოსახულებების გადმოტრიალებას.
თუ მოთამაშის მიერ გადმოტრიალებული 2 ფირფიტაზე მსგავსი გამოსახულებები არ არის, ის აბრუნებს ამ ფირფიტებს საწყის მდგომარეობაში (ატრიალებს უკან, ისე რომ არ ჩანდეს რა ახატია ფირფიტას) და თამაში გადადის შემდეგ მოთამაშეზე. შემდეგი მოთამაშე ატრიალებს სასურველ ფირფიტას და თუ მასზე ისეთი გამოსახულებაა მოცემული, რომელიც უკვე გახსნა რომელიმე მოთამაშემ, ცდილობს გაიხსენოს სად იყო იგი. თუ შეძლებს მსგავსი გამოსახულების პოვნას ის ორივე ბარათს აიღებს და დაიდებს წინ რაც იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ 1 ქულა აქვს, სხვა შემთხვევაში დააბრუნებს ფირფიტებს საწყის მდგომარეობაში და სვლა შემდეგ მოთამაშეზე გადავა. თამაში მთავრდება მაშინ, როდესაც მაგიდაზე ფირფიტები აღარ დარჩება. გამარჯვებულია ყველაზე მეტი ქულის (მსგავსი გამოსახულებების) მქონე მოთამაშე.