Lost Cities

რეკომენდირებული ასაკი

10+

მოთამაშეების რაოდენობა

2 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

1.50

თამაშის მოცულობა

7.9 x 7.9 x 1.8 inches

80.00 

სამაგიდო თამაში დაკარგული ქალაქები – Lost Cities Board Game.

მოემზადეთ არქეოლოგიურ ექსპედიციებში გასამგზავრებლად, სადაც მოგიწევთ მსოფლიოს შეუსწავლელ წერტილებში მოგზაურობა და მათი გამოკვლევა. თქვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ცნობა მოიპოვოთ გაუჩინარებულ ქალაქებზე და გამოიკვლიოთ ისინი. თამაშში ექსპედიციების დაგეგმვა 5 მიმართულებით შეგიძლიათ:
1) ჰიმალაის მთები 🗻
2) ცენტრალური ამერიკის ტროპიკული ტყეები 🌴
3) ეგვიპტის უდაბნო 🏜
4) ჰერდის კუნძულზე მდებარე ვულკანი 🌋
5) შავი ზღვის ფსკერი 🌊
აღმოაჩინეთ არტეფაქტები, მოიზიდეთ ინვესტორები თქვენი ექსპედიციის დასაფინანსებლად და დააგროვეთ ყველაზე მეტი ქულა კონკურენტი არქეოლოგის დასამარცხებლად.
🌅 Lost Cities-ში მოთამაშეები ცდილობენ შექმნან რაც შეიძლება მეტი ქულის მომტანი ექსპედიციები და დააგროვონ მაქსიმალურად მაღალი ქულა. თამაშში სათამაშო დაფა და ბარათებიც დაყოფილია 5 სხვადასხვა ფერის ექსპედიციად (ყვითელი; ლურჯი; თეთრი; მწვანე; წითელი), რომლებიც თითოეულ გამოსაკვლევ ადგილს შეესაბამება. თამაშში მსგავსი ფერის ექსპედიციის ბარათებით ცდილობთ ააწყოთ რაც შეიძლება მაღალქულიანი რიგი. თამაშის დასრულებისას ერთ რიგში არსებული ექსპედიციის თითოეული ბარათი იკრიბება და მათი ჯამი გვაძლევს კონკრეტული ექსპედიციის ქულას. თითოეული ექსპედიციის ბარათის გამოყენებისას კარგად უნდა დაფიქრდეთ, რადგან ყოველი ახალი ბარათი წინა ბარათზე მაღალქულიანი უნდა იყოს მისი გამოყენება რომ შეძლოთ და გარდა ამისა დამფინანსებელი მხოლოდ ექსპედიციის საწყის ეტაპზე შეგიძლიათ ჩართოთ ექსპედიციაში, რომელიც თქვენი ექსპედიციის მოგებას ერთი-ორად გაზრდის. თამაშის დასრულების შემდეგ იკრიბება ყველა ექსპედისიის ქულა და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელსაც უფრო მაღალი ქულა აქვს.

რეკომენდირებული ასაკი

10+

მოთამაშეების რაოდენობა

2 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

1.50

თამაშის მოცულობა

7.9 x 7.9 x 1.8 inches