კონფიდენციალურობა

მოცემული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ და რა მიზნებისათვის ხდება მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციია შეგროვება, დამუშავება და დაცვა. ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება, რომელსაც გვიზიარებთ www.corners.ge ვებგვერდის საშუალებით.

ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც ჩვენთან ურთიერთობთ და იყენებთ ჩვენს სერვისს. ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტაციის პროცესში აუცილებელია მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე.

ინფორმაციის დაცვა

ჩვენ ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვანდობთ. ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას, რათა ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდეს დაცულად, წინამდებარე კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად. ყველა სახის პირადი ინფორმაციის მოპოვება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ, ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული გადახდის სისტემა სრულიად უსაფრთხოა. როდესაც თქვენ ჩვენს ვებ-გვერდზე ახორციელებთ რაიმეს შეძენას, ამ დროს თქვენი ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება.

ინფორმაციის დამუშავება

პერსონალური მონაცემების  დამუშავების  მთავარი მიზანია ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტურად და ჯეროვნად შესრულება. გარდა ამისა მონაცემების დამუშავება გვეხმარება სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების გაწევაში, ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვაში, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, თქვენს პრეტენზიებსა და შენიშვნებზე რეაგირებაში,  ჩვენი ვებ-გვერდის და ზოგადად სისტემის არასათანადო გამოყენების და დანაშაულის პრევენციაში, როგორც ჩვენი ასევე თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვაში.

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი შეთხვევა შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება.

ცვლილებები კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.  ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე.