წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე. 

www.corners.ge-ზე შემოსვლითა და ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს, ეთანხმებით მათ და იღებთ ვალდებულებას, დაიცვათ აღნიშნული პირობები.

პროდუქციის ხარისხის კატეგორიები

ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილია სამაგიდო თამაშები სხვადასხვა ხარისხის კატეგორიაში. თითოეულ პროდუქტზე მითითებულია შესაბამისი ხარისხი, რათა მომხმარებელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

1) ორიგინალი
ორიგინალი პროდუქცია წარმოადგენს ოფიციალურ, ლიცენზირებულ ვერსიას, რომელიც გამოშვებულია თამაშის ავტორის ან გამომცემლის მიერ. აღნიშნული პროდუქცია სრულად შეესაბამება ოფიციალურ სტანდარტებს.

2) მაღალხარისხიანი ვერსია
მაღალხარისხიანი ვერსია არ წარმოადგენს ოფიციალურ, ლიცენზირებულ პროდუქტს. აღნიშნული პროდუქცია დამზადებულია დამოუკიდებლად და მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან როგორც ვიზუალურად, ასევე სათამაშო გამოცდილების თვალსაზრისით. ამ თამაშების ხარისხი არის ძალიან მაღალი, თუმცა შესაძლებელია არსებობდეს მცირე განსხვავებები ორიგინალ პროდუქტთან შედარებით.

3) რეპლიკა
რეპლიკა წარმოადგენს არაორიგინალ, დაბალხარისხიან ვერსიას, რომელიც მოიცავს თამაშისთვის საჭირო ყველა კომპონენტს და უზრუნველყოფს სრულფასოვან სათამაშო პროცესს. ამ თამაშების მასალებისა და შესრულების ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ორიგინალი და მაღალხარისხიანი ვერსიების.

შეკვეთის განთავსება და რეგისტრაცია

საიტზე რეგისტრაციისა და შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორესა და სიზუსტეზე.

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შესაძლოა ჩვენგან იქნეს გამოგზავნილი.

ანგარიშსწორების პირობები

მომხმარებელს შეუძლია www.corners.ge-ზე განთავსებული პროდუქციის ღირებულება გადაიხადოს შემდეგი მეთოდებით:

  1. Direct Bank Transfer — საბანკო გადარიცხვა

    ამ მეთოდის არჩევის შემთხვევაში, შეკვეთის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ჩვენი თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრები.
    შეკვეთის საბოლოოდ დასადასტურებლად აუცილებელია თქვენთვის სასურველ ანგარიშზე გადმორიცხოთ შეკვეთის სრული ღირებულება, მიწოდების საფასურის ჩათვლით. გადახდის მიღების შემდეგ თქვენი შეკვეთა დადასტურდება.

  2. iPay — საბანკო ბარათით გადახდა

    შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია პირდაპირ ვებგვერდზე საბანკო ბარათის გამოყენებით.
    iPay-ის საშუალებით გადახდისთვის აუცილებელია გამოიყენოთ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული (VISA და MASTERCARD) სისტემების საგადახდო ბარათები.

  3. Payment Link — სპეციალურად თქვენთვის გენერირებული გადახდის ბმული

    თუ თანხის გადახდა უცხოური ბარათით გსურთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ სპეციალურად თქვენი შეკვეთისთვის შევქმნით გადახდის ბმულს.
    ბმულის საშუალებით შეძლებთ შეკვეთის ღირებულების ონლაინ გადახდას საბანკო ბარათით. აღნიშნულ გადახდის სერვისს უზრუნველყოფს United Payment Georgia.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული გადახდის სისტემა სრულიად უსაფრთხოა. როდესაც ჩვენს ვებგვერდზე ახორციელებთ პროდუქტის შეძენას, თქვენი საბანკო ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება.

ნივთის დაბრუნება/გადაცვლა

მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს მიღებული ნივთები.
თანხის უკან დაბრუნება ან/და პროდუქციის გადაცვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ პროდუქციას კურიერის თანდასწრებით აღმოაჩნდა ქარხნული წუნი.

უსაფრთხოება

მაღაზია დაიცავს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას და არ გადასცემს მომხმარებელთა პირად მონაცემებს მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ცვლილებების შეტანა წესებსა და პირობებში

www.corners.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს “წესები და პირობები”, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე.