Megalomania

რეკომენდირებული ასაკი

16+

მოთამაშეების რაოდენობა

2-4 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

2.00

თამაშის მოცულობა

22cm x 16cm x 5cm

80.00 

სამაგიდო თამაში Megalomania.
მეგალომანიით შეპყრობილი სამყარო. ადგილი სადაც, ფერმერს შეუძლია გახდეს იმპერატორი, ხოლო ჯუჯა იყოს ყველაზე მაღალი. მკვლევარის ყველა გზა არ არის ჭეშმარიტი. რაინდის ფარი აქ ვერ დაგიცავთ ჯადოქრობისგან და ვერ გაარჩევთ ვინ არის ნამდვილი ქურუმი, რადგან ის შეიძლება ნებისმიერი სახით მოგევლინოთ. ასასინი კი იმ დროს გაჩნდება, როდესაც საერთოდ არ ელოდებით.
მეგალომანია საკარტო თამაშია, რომელიც 2-4 მოთამაშეზეა გათვლილი (თამაში ასევე შესაძლებელია წყვილებში). კარტების დახმარებით მოთამაშეები ცდილობენ შეასრულონ მისიები და დაიწერონ ქულები. ამაში მათ ეხმარებათ ძალის კრისტალები, კუბები და გრაგნილები. გამარჯვებული არის მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი ქულა ექნება.
მეგალომანია გამოირჩევა მრავალფეროვანი მისიებით, კარტების უნიკალური ძალებით და განდიდების მანიით შეპყრობილი პერსონაჟებით. თამაშში უნდა შეასრულოთ მისიები და დაიწეროთ ქულები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნიკალური ძალის გამოსაყენებლად სწორი დროის შერჩევა, რესურსების შეგროვება და მათი მოხერხებულად გამოიყენება.
რეკომენდირებული ასაკი

16+

მოთამაშეების რაოდენობა

2-4 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

2.00

თამაშის მოცულობა

22cm x 16cm x 5cm