Jungle Speed

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

2-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.20

თამაშის მოცულობა

13*11*4cm

50.00 

თამაში Jungle Speed დაახლოებით 3000 წლის წინ შეიქმნა აბულოუსთა ტომის მიერ. ისინი კარტების ნაცვლად ევკალიფტის ფოთლებს იყენებდნენ და ამ თამაშის მეშვეობით წყვეტდნენ ყველანაირ დავას. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ფოთოლი ერთმანეთის მსგავსი იყო, ძირითად შემთხვევაში თამაში სისხლიან დაპირისპირებაში იზრდებოდა. ამ პატარა ხარვეზმა ტომი გადაშენებამდე მიიყვანა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ თამაში Jungle Speed მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი.

Jungle Speed-ში მოთამაშეები რიგ-რიგობით ატრიალებენ ბარათებს და იდენტური სიმბოლოს გამოჩენის შემთხვევაში ცდილობენ პირველმა დაისაკუთრონ მაგიდის შუაში არსებული ტოტემი. ძირითად შემთხვევაში ბარათების ფერს მნიშვნელობა არ აქვს და აკვირდებით მხოლოდ მსგავს სიმბოლოს, თუ სპეციალური ბარათი („Color Match“) არ არის აქტიური. თამაშში 80 კარტია, რომლებიც შესაძლოა ძალიან გავდეს ერთმანეთს მაგრამ არ იყოს იდენტური. ფრთხილად, არასწორ დროს ტოტემზე უმნიშვნელო შეხებაც კი ძვირად დაგიჯდებათ. Jungle Speed ცალი ხელით ითამაშება, აუცილებელია ტოტემი იმავე ხელით აიღოთ, რომლითაც კარტებს ატრიალებთ. თამაშის მიზანია თქვენს დასტაში არსებული ყველა კარტის თავიდან მოშორება. გამარჯვებულია ის მოთამაშე ვინც ყველაზე სწრაფად მოახერხებს ამას.

 

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

2-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.20

თამაშის მოცულობა

13*11*4cm