ფასდაკლება!

Ultimate Werewolf

მოთამაშეების რაოდენობა

5-75 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

1.20

თამაშის მოცულობა

7 x 5 x 2 inches

40.00 

სამაგიდო თამაში Ultimate Werewolf.

Ultimate Werewolfმოიცავს უამრავ ბარათს სხვადასხვა განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პერსონაჟებით, რომელიც ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკში ნაწილდებიან და იბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად. თამაში შეგიძლიათ ითამაშოთ, როგორც მეგობრების პატარა წრეში, აგრეთვე უზარმაზარ ჯგუფში (თამაშში ერთდროულად 75 მოთამაშე შეიძლება ჩაერთოს).

Ultimate Werewolf -ში მოთამაშეები იყოფიან მოქალაქეებად და მაქციებად. მოქალაქეთა მიზანია აღმოაჩინონ მაქციები და გაანადგურონ ისინი, ხოლო მაქციები ცდილობენ მთელი სოფელი დააინფიცირონ. თამაშში არსებული განსაკუთრებული პერსონაჟების ერთი ნაწილი მოქალაქეების, ხოლო მეორე მაქციების მხარს იჭერს და ეხმარება მათ გამარჯვების მოპოვებაში. თამაშის თითოეულ ბარათზე მოცემულია პერსონაჟის სიძლიერის მაჩვენებელი ციფრი, ანუ რამდენად გააძლიერებს იგი საკუთარ გუნდს. ამ მონაცემის მიხედვით შეგიძლიათ დაასუსტოთ ან გააძლიეროთ გუნდები და თამაში უფრო და უფრო დაძაბული გახადოთ. თამაშის მიმდინარეობის 18 განსხვავებული სცენარი; 78 ილუსტრირებული პერსონაჟის ბარათი ; 40-ზე მეტი განსაკუთრებული პერსონაჟი;

მოთამაშეების რაოდენობა

5-75 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

1.20

თამაშის მოცულობა

7 x 5 x 2 inches