ფასდაკლება!

One Night Ultimate Werewolf

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

3-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.40

თამაშის მოცულობა

7 x 5 x 2 inches

Original price was: 50.00 ₾.Current price is: 20.00 ₾.

One Night Ultimate Werewolf არის სწრაფი თამაში 3-10 მოთამაშისთვის, რომელშიც ყველა იღებს როლს: სახიფათო მაქციის, ნათელმხილველის, “Troublemaker”-ის და სხვა პერსონაჟების როლებს, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებული შესაძლებლობით გამოირჩევა. თამაშში მხოლოდ ერთი დილის განმავლობაში მოგიწევთ გადაწყვიტოთ ვინ არის სოფელში შემოპარული მაქცია და ლინჩის წესით გაასამართლოთ იგი. თამაშის საწყის ეტაპზე ყველა მოთამაშე “დაიძინებს” (დახუჭავს თვალს) და გარკვეული პერსონაჟები შეასრულებენ მოქმედებებს “ღამის” ფაზაში. ამის შემდეგ, ყველა მოთამაშე “გაიღვიძებს” და იწყება დისკუსიის / დებატების / კამათის ეტაპი, რომელშიც მოქალაქეები ცდილობენ აღმოაჩინონ სოფელში შემოპარული მაქცია/ები, ხოლო თავად მაქციები ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ თავიდან აიცილონ ყოველგვარი ეჭვი და დააჯერონ ყველას, რომ ისინიც რიგითი მაცხოვრებლები არაიან. დისკუსიის ბოლოს მოთამაშეები ერთდროულად აძლევენ ხმას იმ მოთამაშეს, რომელიც ყველაზე საეჭვოა მათთვის და წყვეტენ ვინ ვარდება თამაშიდან. თუ არჩეული მოთამაშე მაქციაა სოფლის მაცხოვრებლები მოიპოვებენ ნანატრ გამარჯვებას, ხოლო სოფლელის გაგდების შემთხვევაში გამარჯვება ბოროტ მაქციებს რჩება. One Night – როლური თამაშების სრულიად განსხვავებული და ახალი მიმართულებაა. თამაშში ძირითადი აქცენტი მოთამაშეების მსჯელობაზე, დისკუსიასა და არგუმენტირებულ მსჯელობაზეა გაკეთებული. სხვა როლური თამაშებისგან განსხვავებით One Night-ში მხოლოდ ერთი ღამის ფაზაა, შესაბამისად მოთამაშეებს თვალების დახუჭვა და ფარული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ ერთხელ უწევთ, დარჩენილი დრო კი მთლიანად ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის და მსჯელობისთვისაა გამოყოფილი.

One Night Ultimate Werewolf არის დამოუკიდებელი თამაში One Night სერიაში, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ დამოუკიდებლად ან One Night-ის სხვა ვერსიებთან ერთად. სხვადასხვა ვერსიის ერთმანეთთან შერევით შეძლებთ გაზარდოთ მოთამაშეთა რაოდენობა, დაამატოთ ახალი პერსონაჟები და თამაში უფრო საინტერესო და ქაოტური გახადოთ.

თამაში მოიცავს უფასო აპლიკაციასაც, რომელიც შეასრულებს წამყვანის ფუნქციას, გააღვიძებს და მიუთითებს თითოეულ მოთამაშეს რომელი ქმედება უნდა განახორციელოს, აგრეთვე განსაზღვრავს სამსჯელო დროს, რა დროშიც მოთამაშეები ეცდებიან სწორი მსჯელობით გაარკვიონ რომელია მათ შორის ბოროტმოქმედი.

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

3-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.40

თამაშის მოცულობა

7 x 5 x 2 inches