One Night Ultimate Alien– უცნაურმა არსებებმა შეაღწია თქვენს პატარა სოფელში და ცდილობენ მის განადგურებას. უცხოპლანეტელები სოფლის მოსახლეობასთან ერთად იქ არსებულ ძროხებსაც ებრძვიან. საბედნიეროდ, სოფლის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს განსაკუთრებული ძალები გააჩნიათ, რომელსაც სოფლის გადასარჩენათ გამოიყენებენ. One Night Ultimate Alien-ში მოთამაშეები ირგებენ ტექნოლოგიურად განვითარებული უცხოპლანეტელების, ყველაფრის მცოდნე ლიდერის, წინასწარმეტყველი ძროხისა და სხვა პერსონაჟების როლებს, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებული შესაძლებლობით გამოირჩევა. სოფლის თითოეული მოქალაქის მიზანი უცხოპლანეტელთა შეჩერებაა, რომლებიც სოფლის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. თამაშის საწყის ეტაპზე ყველა მოთამაშე “დაიძინებს” (დახუჭავს თვალს) და გარკვეული პერსონაჟები შეასრულებენ მოქმედებებს “ღამის” ფაზაში. ამის შემდეგ, ყველა მოთამაშე “გაიღვიძებს” და იწყება დისკუსიის / დებატების / კამათის ეტაპი, რომელშიც მოქალაქეები ცდილობენ აღმოაჩინონ სოფელში შემოპარული უცხოპლანეტელი/ები, ხოლო თავად უცხოპლანეტელები ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ თავიდან აიცილონ ყოველგვარი ეჭვი და დააჯერონ ყველას, რომ ისინიც რიგითი მაცხოვრებლები არაიან. დისკუსიის ბოლოს მოთამაშეები ერთდროულად აძლევენ ხმას იმ მოთამაშეს, რომელიც ყველაზე საეჭვოა მათთვის და წყვეტენ ვინ ვარდება თამაშიდან. თუ არჩეული მოთამაშე უცხოპლანეტელია სოფლის მოსახლეობა მოიპოვებენ ნანატრ გამარჯვებას, ხოლო სოფლის მაცხოვრებლის გაგდების შემთხვევაში გამარჯვება უცხოპლანეტელებს რჩება.
One Night – როლური თამაშების სრულიად განსხვავებული და ახალი მიმართულებაა. თამაშში ძირითადი აქცენტი მოთამაშეების მსჯელობაზე, დისკუსიასა და არგუმენტირებულ მსჯელობაზეა გაკეთებული. სხვა როლური თამაშებისგან განსხვავებით One Night-ში მხოლოდ ერთი ღამის ფაზაა, შესაბამისად მოთამაშეებს თვალების დახუჭვა და ფარული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ ერთხელ უწევთ, დარჩენილი დრო კი მთლიანად ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის და მსჯელობისთვისაა გამოყოფილი.One Night Ultimate Alien არის დამოუკიდებელი თამაში One Night სერიაში, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ დამოუკიდებლად ან One Night-ის სხვა ვერსიებთან ერთად. სხვადასხვა ვერსიის ერთმანეთთან შერევით შეძლებთ გაზარდოთ მოთამაშეთა რაოდენობა, დაამატოთ ახალი პერსონაჟები და თამაში უფრო საინტერესო და ქაოტური გახადოთ.თამაში მოიცავს უფასო აპლიკაციასაც, რომელიც შეასრულებს წამყვანის ფუნქციას, გააღვიძებს და მოიუთითებს თითოეულ მოთამაშეს რომელი ქმედება უნდა განახორციელოს, აგრეთვე განსაზღვრავს სამსჯელო დროს, რა დროშიც მოთამაშეები ეცდებიან სწორი მსჯელობით გაარკვიონ რომელია მათ შორის ბოროტმოქმედი.