Gorgasali Battle Royale

რეკომენდირებული ასაკი

10+

მოთამაშეების რაოდენობა

2-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

40-180 წუთი

თამაშის სირთულე

2.00

თამაშის მოცულობა

14 x 14 x 2.5 inches

180.00 

სამაგიდო თამაში გორგასალი – Gorgasali Battle Royale Board Game.

ოდესღაც გორგასალმა, მეფეთ მეფემ ათი სამეფო ერთიანი მმართველობის ქვეშ გააერთიანა. ის იყო პირველი ლიდერი, რომელმაც მოახერხა მშვიდობისა და ჰარმონიის მოტანა ათივე სამეფოში, რომლებიც ცხოვრობდნენ ომის აგონიაში და მუდმივ ქაოსში. გორგასალი იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი, ვისაც ოდესმე გაუვლია ელბრუსზე, რომლის შესაძლებლობებიც დომინირებდა იმდროინდელი სამყაროს უდიდეს მეომრებს შორის. მისი ყოვლისშემძლე ძალის წყალობით, ვერავინ ბედავდა მისი ძალაუფლების კითხვის ქვეშ დაყენებას. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მეფე გორგასალმა დაიწყო საკუთარი ციხესიმაგრიდან ქვეშევრდომების განთავისუფლება. ორი თვის განმავლობაში მან გაანთავისუფლა ისინი მათი მოვალეობისგან და უბრძანა აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ.დიდი ხნის განმავლობაში მეფე გორგასალი არსად ჩანდა, ხალხმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მან ტახტი მიატოვა. რაც დრო გადიოდა სამეფოებს შორის დაძაბულობა უფრო და უფრო იზრდებოდა, ერთპიროვნული მმართველის არარსებობის ფონზე კი დინასტიებმა აღადგინეს ძველი გავლენა და სამეფოში კვლავ არეულობამ დაისადგურა. სამეფოებში დანაშაული ბუნებრივ მოქმედებად იქცა, რადგან ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობა არავის ეკისრებოდა. ამ რთული ვითარების გამო სამეფოებმა გადაწყვიტეს შეექმნათ უხუცესთა საბჭო, რომელიც ეცდებოდა ეპოვნა გზა თუ როგორ დაებრუნებინა დიდი ხნის დავიწყებული მშვიდობიანი დრო. საბოლოოდ საბჭომ გადაწყვიტა, რომ მოეძებნათ ერთპიროვნული მმართველი, რომელიც ღირსეულად ჩაანაცვლებდა უდიდეს მეფე გორგასალას და აღადგენდა სიმშვიდეს ერთიან სამეფოში. გამოცხადდა ბრძოლა, სადაც ათივე სამეფომ გამოიყვანა საკუთარი საუკეთესო მებრძოლი, რომელიც იბრძოლებდა გორგასალის მიწაზე რათა მოეპოვებინათ მეფე გორგასალის გვირგვინი.

რეკომენდირებული ასაკი

10+

მოთამაშეების რაოდენობა

2-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

40-180 წუთი

თამაშის სირთულე

2.00

თამაშის მოცულობა

14 x 14 x 2.5 inches