Dungeons & Dragons Starter Set

რეკომენდირებული ასაკი

12+

მოთამაშეების რაოდენობა

2-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

60 წუთი

თამაშის სირთულე

1.80

თამაშის მოცულობა

100.00 

This product is currently sold out.

Don't worry! Enter your email and we'll notify you when it's available again.

Dungeons & Dragons არის საუკეთესო თანამედროვე გასართობი, ფანტაზიის ჟანრიდან, რომელმაც დაიპყრო სათამაშო ინდუსტრია როგორც ციფრულ ასევე სამაგიდო თამაშების სფეროში. Dungeons & Dragons-ის მეხუთე გამოცემა შექმნილია წინა გამოცემების გაუმჯობესების საფუძველზე, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი თამაშის ნამდვილი სულისკვეთება, რომელიც იპყრობს მილიონობით მოთამაშის გულსა და გონებას მსოფლიოს მასშტაბით. Dungeons & Dragons არის მსოფლიოში საუკეთესო როლური თამაში, რომელიც1974 წელს შეიქმნა. ამ თამაშმა ტრადიციული ფანტაზიისა და საბრძოლო მომედებების შერწყმით სრულიად შეცვალა სათამაშო კულტურა. Dungeons & Dragons Starter Set – შეიცავს ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რომელიც დაგჭირდებათ ამ უდიდესი როლური თამაშის დასაწყებად. გამოიკვლიეთ მიწისქვეშა ლაბირინთები! დაეუფლეთ უზარმაზარ საგანძურს! და შეებრძოლეთ ლეგენდარულ მონსტრებს! Dungeons & Dragons Starter Set – შეიცავს ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რომელიც დაგჭირდებათ ამ უდიდესი როლური თამაშის დასაწყებად. გამოიკვლიეთ მიწისქვეშა ლაბირინთები! დაეუფლეთ უზარმაზარ საგანძურს! და შეებრძოლეთ ლეგენდარულ მონსტრებს!

[the D&D Starter Set]”მე Dungeons & Dragons Starter Set-ს ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია და სურს ისწავლოს D&D.” – Ed Grabionowski.

ხუთი მზა პერსონაჟი – D&D-ში თქვენ ქმნით პერსონაჟებს და თამაშობთ მათ როლს მოთხრობაში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პერსონაჟი (A dwarf cleric; An elf wizard; A halfling rogue; Anoble fighter) და შური იძიეთ მოღალატე მოკავშირეზე. ეს პერსონაჟები მზად არიან თავგადასავლებისთვის და წარმოადგენენ შესანიშნავ მოდელებს მომავალი პერსონაჟებისთვის.
ექვსი კამათელი – თამაშის შედეგებს ზოგჯერ შემთხვევითობა განსაზღვრავს. სჯერა კაციჭამია ოგრეს შენი გასაოცარი ბლეფის? შეძლებს თქვენი ხანჯალი დრაკონის კანის გახვრეტას თუ მხოლოდ დაკაწრავს მას? ეს ექვსი კამათელი დაგეხმარებათ შედეგების განსაზღვრაში.
სახელმძღვანელო წიგნაკი – D&D- ში ამბავი მიმდინარეობს თქვენი მოქმედებების შესაბამისად, ხოლო თქვენი მოქმედებები თამაშის წესების შესაბამისია. სიუჟეტს ხელმძღვანელობს თქვენი მოქმედებები, ხოლო თქვენი მოქმედებები წესებით. ”მონსტრს ცხელ ქვანახშირს ვაყრი სახეში” – თქვა მოთამაშემ. რა მოხდება შემდეგ, თქვენი, Dungeon Master-ის და წესების წიგნის გადასაწყვეტია.
სათავგადასავლო წიგნი: დაკარგული შახტა ფანდერი – ეს წიგნი Dungeon Master-ისთვისაა. როგორც Dungeon Master, თქვენ ხართ თამაშის მთხრობელი და წარმმართველი. თქვენ შეასრულებთ მონსტრებისა და ბოროტმოქმედების როლებს, რომლებსაც მოთამაშეები შეებრძოლებიან და ეცდებიან გაძარცვონ.
პერსონაჟის ფურცელი – აქ მითითებულია ინფორმაცია თქვენი პერსონაჟის შესახებ: სახელი, რასა, კლასი, დონე, გამოცდილების ქულები, თქვენი პერსონაჟის ეთიკური და მორალური ხედვა, ვინ თამაშობს ამ პერსონაჟით და სხვა.

.

რეკომენდირებული ასაკი

12+

მოთამაშეების რაოდენობა

2-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

60 წუთი

თამაშის სირთულე

1.80

თამაშის მოცულობა