The Grizzled

რეკომენდირებული ასაკი

14+

მოთამაშეების რაოდენობა

2-5 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

2.00

თამაშის მოცულობა

5.51 x 5.51 x 1.97 inches

50.00 

სამაგიდო თამაში გრიზლდი – The Grizzled Board Game.

The Grizzled-ში მოქმედება 1914 წლის აგვისტოში მიმდინარეობს, როდესაც დასავლეთის ფრონტზე დიდი ომი მძვინვარებს. ინტენსიური ბრძოლების პარალელურად, უმკაცრესი კლიმატი სანგრებში განთავსებული ჯარისკაცების ყოფას უფრო და უფრო ამძიმებს. ამ ომში გადარჩენის ერთადერთი შანსი სწორი სტრატეგია, იღბალი და რამდენიმე ერთგული მეგობრის გვერდში დგომაა.

The Grizzled არის კოოპერატიული თამაში სანგრებში გადარჩენის შესახებ პირველი მსოფლიო ომის დროს, სადაც მოთამაშეები ერთად იმარჯვებენ ან მარცხდებიან. თითოეულ რაუნდში მათ ურთულესი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ: არტილერიის თავდასხმა, გაზის შეტევები, ამინდის გაუარესება, ქარიშხალი, ტრავმები და სხვა. ჯარისკაცთა მხოლოდ ის გაერთიანება შეძლებს ამ რთული მდგომარეობის გამკლავებას, რომლებიც ერთობლივი ძალებით იმუშავებენ სირთულეების დასაძლევად და უმნიშვნელოვანესი მოქმედებების შესრულებასთან ერთად ერთმანეთის გამხნევებასაც შეძლებენ. სწორი სტრატეგია, გუნდური მუშაობა და ცოტა იღბალი ის იარაღებია, რაც თქვენ გჭირდებათ ამ კოოპერატიული თამაშის მოსაგებად. The Grizzled აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო კოოპერატიულ თამაშად, რომლის უნიკალური ილუსტრაციები ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა და ჭეშმარიტი მეგობრობა. გამოცადეთ თქვენი მეგობრობის სიმტკიცე და გაარკვიეთ შეძლებს თუ არა ჭეშმარიტი მეგობრობა საზარელი ომის შეჩერებას.

რეკომენდირებული ასაკი

14+

მოთამაშეების რაოდენობა

2-5 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30 წუთი

თამაშის სირთულე

2.00

თამაშის მოცულობა

5.51 x 5.51 x 1.97 inches