Spot it!

რეკომენდირებული ასაკი

7+

მოთამაშეების რაოდენობა

2-8 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

15 წუთი

თამაშის სირთულე

1.10

თამაშის მოცულობა

4 x 3 x 5 inches

35.00 

სამაგიდო თამაში სფოთ ითი – Spot it! Board Game.

სამაგიდო თამაში Spot it!– სახალისო თამაშია, რომლის წესებში მარტივად გაერკვევით და გართობას ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს. თამაშში რიგ-რიგობით ატრიალებთ ბარათებს და ცდილობთ პირველმა შეამჩნიოთ და წამოიძახოთ რომელია მსგავსი გამოსახულება. Spot it-ში თამაშის 5 განსხვავებული ვარიანტია, რაც საშუალებას მოგცემთ მუდმივად სიახლე შეიტანოთ თამაშში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თამაშის თითოეულ ბარათს მხოლოდ ერთი მსგავსი გამოსახულება აქვს და მისი არჩევისას გამოსახულებებს მსგავსი ფორმა და ფერი უნდა ქონდეთ, განსხვავება მხოლოდ მათ ზომაში შეიძლება იყოს. თუ ორი მოთამაშე ერთდროულად წამოიყვირებს მსგავს გამოსახულებას გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც უფრო სწრაფად აიღებს ბარათს.

ყუთი თამაშის 5 განსხვავებულ ვარიანტს მოიცავს: 1) კოშკურა 2) გადააგდე სავარცხელი 3) ცხელი კარტოფილი 4) მოწამლული საჩუქარი 5) სამმაგი მსგავსება

თამაშის ვარიანტები:

1) კოშკურა
მიეცით თითოეულ მოთამაშეს ერთი ბარათი დაფარული მხრით, დარჩენილი დასტა კი გამოსახულებების მხრით მოათავსეთ მაგიდის შუა ნაწილში. მოთამაშეები განაწილებულ ბარათებს (წინასწარ ნახვის გარეშე) ერთდროულად ატრიალებენ. პირველი მოთამაშე ვინც შეამჩნევს და დაიყვირებს იმ გამოსახულებას, რომელიც მის ბარათზეცაა და შუაში მდებარე ბარათზეც, აიღებს შუაში მდებარე დასტის ზედა ბარათს და დაადებს საკუთარ ბარათებს ზევიდან. თამაში იგივე პრინციპით მიმდინარეობს მანამ სანამ არ ამოიწურება შუაში მდებარე ბარათები. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ბარათს დააგროვებს.

2) გადააგდე სავარცხელი
მოათავსეთ ერთი ბარათი გამოსახულებების მხრით მაგიდის შუა ნაწილში, დანარჩენი ბარათები დაფარული მხრით სრულად გაუნაწილეთ მოთამაშეებს. განაწილებულ ბარათების დასტას ერთდროულად ატრიალებენ მოთამაშეები. პირველი მოთამაშე ვინც შეამჩნევს და დაიყვირებს იმ გამოსახულებას, რომელიც მის ბარათზეცაა და შუაში მდებარე ბარათზეც, საკუთარ ბარათს დაადებს შუაში მდებარე ბარათს და თამაში გრძელდება ამ პრინციპით. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც პირველი მოიშორებს ყველა ბარათს.

3) ცხელი კარტოფილი
დაფარული მხრით გაუნაწილეთ თითო ბარათი მოთამაშეებს. მოთამაშეები ხელის გულზე იდებენ ბარათს და ერთდროულად ატრიალებენ. პირველი მოთამაშე, ვინც შეამჩნევს და დაიყვირებს მსგავს გამოსახულებას საკუთარ და მოწინააღმდეგე მოთამაშის ბარათზე, ბარათებს გადასცემს იმ მოთამაშეს, რომლის ბარათზეც შეამჩნია მსგავსი გამოსახულება. თუ ხელში ერთზე მეტი ბარათი გაქვთ ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ ზედა ბარათზე არსებულ გამოსახულებებს, მსგავსი გამოსახულების წამოძახების შემთხვევაში კი მიეცით ყველა ბარათი დამარცხებულს. ახალი რაუდისთვის კიდევ გაუნაწილეთ თითო ბარათი მოთამაშეებს, მიუხედავად იმისა რამდენი ბარათი აქვთ ხელში და იგივე პრინციპით გააგრძელეთ თამაში იქმადე, მანამ გასანაწილებელი ბარათების რაოდენობა გეყოფათ. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბოლოს ხელში ყველაზე ნაკლები ბარათი ექნება.

4) მოწამლული საჩუქარი
მიეცით მოთამაშეებს თითო ბარათი დაფარული მხრით, ხოლო დარჩენილი დასტა გამოსახულებების მხრით მოათავსეთ მაგიდის შუაში. მოძებნეთ მსგავსება მაგიდის შუა ნაწილში მდებარე ბარათსა და მოწინააღმდეგის ბარათს შორის და ხმამაღლა წამოიძახეთ. პირველი მოთამაშე, რომელიც ამას იზავს შუაში მდებარე ბარათს გადაუდებს მოწინააღმდეგეს. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელსაც შუაშუ არსებული ბარათების ამოწურვის შემდეგ ყველაზე ცოტა ბარათი ექნება.

5) სამმაგი მსგავსება
მაგიდაზე დაალაგეთ 9 ბარათი სურათზე ნაჩვენები პრინციპით. მოთამაშეთა მიზანია შეამჩნიონ ისეთი გამოსახულება, რომელიც 3 ბარათზეა გამოსახული. პირველი მოთამაშე, რომელიც შეამჩნევს ასეთ გამოსახულებას და წამოიყვირებს ხმამაღლა აიღებს სამივე ბარათს. აღებული 3 ბარათი ჩაანაცვლეთ ახალი 3 ბარათით. თამაში გრძელდება იქამდე, სანამ მოახერხებთ აღებული ბარათების ახლებით ჩანაცვლებას. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი ბარათი ექნება.

რეკომენდირებული ასაკი

7+

მოთამაშეების რაოდენობა

2-8 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

15 წუთი

თამაშის სირთულე

1.10

თამაშის მოცულობა

4 x 3 x 5 inches