Pictureka! სახალისო და სწრაფი თამაშია, სადაც მოგიწევთ უზარმაზარ სათამაშო დაფაზე სწრაფად მოძებნოთ კონკრეტული რაოდენობისა და ფორმის გამოსახულება.
თამაშის კომპონენტები:
• 9 გამოსახულებების ფირფიტა
• ფერების კამათელი
• რიცხვების კამათელი
• 103 დავალების ბარათი
• 2 დამხმარე ბარათი
• 30 წამიანი ქვიშის საათი
თამაში შედგება 9 გამოსახულების ფირფიტისაგან და მათი გამოყენებით უნდა შეადგინოთ უზარმაზარი კვადრატი (63სმX63სმ), სადაც მოგიწევთ გამოსახულებების მოძებნა. ფირფიტები ორმხრივია და ეს საშულებას მოგცემთ სათამაშო ბორდი მუდმივად შეცვალოთ ფილების გადაადგილებითა და ამოტრიალებით. მოთამაშეები საკუთარი სვლის დასაწყისში აგორებენ ფერების კამათელს, რომელიც განსაზღვრავს რომელი ფერის დავალების შესრულება მოუწევთ მათ. თამაშში 3 ფერის დავალებების ბარათებია:
1. მწვანე – პერსონალური დავალება წაიკითხეთ დავალება ხმამაღლა და შემდეგ გააგორეთ რიცხვების კამათელი. ამ ბარათის მოსაპოვებლად დაგჭირდებათ იპოვოთ მასზე მითითებული გამოსახულების ის რაოდენობა, რამდენიც გააგორეთ რიცხვების კამათლით (მაგალითად „რაკეტა – 5 ცალი“). გადმოატრიალეთ ქვიშის საათში და ეცადეთ 30 წამში შეძლოთ დავალების შესრულება. თუ მოახერხებთ დავალების მოცემულ დროში შესრულებას ბარათი თქვენ გრჩებათ და 1 ქულა გაქვთ, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ბარათსაც და 1 ქულასაც ემშვიდობებით. 2. წითელი – აუქციონი დავალების ბარათის ნახვამდე დაასახელეთ რამდენი გამოსახულების მოძებნას შეძლებთ 30 წამში. მომდევნო მოთამაშე ამბობს უფრო მაღალ რიცხვს ან ეთიშება აუქციონს. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მაღალ რიცხვს დაასახელებს აიღებს წითელი ფერის ბარათს წაიკითხავს მას ხმამაღლა და გადმოატრიალებს ქვიშის საათს. ის ცდილობს 30 წამში იპოვოს ბარათზე მითითებული გამოსახულება იმ რაოდენობით, რა ოდენობაც აუქციონზე დაასახელა
2. წითელი – აუქციონი დავალების ბარათის ნახვამდე დაასახელეთ რამდენი გამოსახულების მოძებნას შეძლებთ 30 წამში. მომდევნო მოთამაშე ამბობს უფრო მაღალ რიცხვს ან ეთიშება აუქციონს. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მაღალ რიცხვს დაასახელებს აიღებს წითელი ფერის ბარათს წაიკითხავს მას ხმამაღლა და გადმოატრიალებს ქვიშის საათს. ის ცდილობს 30 წამში იპოვოს ბარათზე მითითებული გამოსახულება იმ რაოდენობით, რა ოდენობაც აუქციონზე დაასახელა (მაგალითად „ნივთები,რომელსაც შეუძლია ფრენა – 8 ცალი“). 3. ლურჯი – იპოვე ყველაზე სწრაფად გადმოატრიალეთ ბარათი ისე რომ ყველამ შეძლოს მისი დანახვა. ლურჯ დავალების ბარათზე მოცემულია გამოსახულება, რომელიც მხოლოდ ერთია მთელს ბორდზე. მოთამაშე რომელიც პირველი შეძლებს იპოვოს ეს გამოსახულება მიიღებს ამ ბარათს და 1 ქულას. გამარჯვებულია მოთამაშე, რომელიც პირველი შეძლებს 6 ქულის მოპოვებას, ანუ დააგროვებს 6 ბარათს. Pictureka! შეგიძლიათ 4 სხვადახვა პრინციპით ითამაშოთ: 1. Classic – კლასიკური ვერსია მოცემული წესებით. 2. Game For Younger Players – პატარებისათვის, რომლებმაც ჯერ ინგლისურად კითხვა არ იციან, თამაშში რჩება მხოლოდ ლურჯი დავალების ბარათები და მათ მხოლოდ ნახატების მოძებნა მოუწევთ.
3. Shorter Or Longer Game – მოთამაშეთა რაოდენობის მიხედვით და თქვენი სურვილის შესაბამისად შესაძლებელია გამარჯვებისათვის საჭირო ბარათების რაოდენობა გაზარდოთ ან შეამციროთ, რაც საშუალებას მოგცემთ თამაში უფრო სწრაფი ან ხანგრძლივი გახადოთ.
4. Team Play – მოთამაშეები იყოფიან 2 გუნდად. თამაშის პრინციპი იგივე რჩება, იცვლება მხოლოდ რამდენიმე დეტალი: 1) პერსონალური დავალების შესრულებისას გამოსახულებებს ეძებს მთელი გუნდი; 2) აუქციონში მონაწილეობას იღებს მთელი გუნდი და ერთად იღებენ გადაწყვეტლებას რა რიცხვი დაასახელონ აუქციონზე.