One Night Ultimate Vampire

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

3-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.60

თამაშის მოცულობა

1.5 x 5 x 7 inches

50.00 

One Night Ultimate Vampire -ში მზე ახლახან ჩავიდა და ვამპირები თქვენი მძინარე სოფლისკენ გამოემართნენ, რათა უფრო და უფრო მეტი სოფლელი გადააქციონ ვამპირად. სოფელში შემოპარული ვამპირები მაცხოვრებლებს დიდ პრობლემებს უქმნიან, მაგრამ საბედნიეროდ სოფელში უამრავი განსაკუთრებული ძალის მქონე პერსონაჟია რომელთა მთავარ საზრუნავს სოფლის გადარჩენა წარმოადგენს. One Night Ultimate Vampire -ში მოთამაშეები ირგებენ ბოროტი ვამპირების, კუპიდონის, ქურდის, გრემლინის და სხვა საინტერესო როლებს და იბრძვიან საკუთარი მიზნის მისაღწევად. სოფლის თითოეული მოქალაქის მიზანი ვამპირების შეჩერებაა, რომლებიც სოფლის განადგურებას ცდილობენ. თამაშის საწყის ეტაპზე ყველა მოთამაშე “დაიძინებს” (დახუჭავს თვალს) და გარკვეული პერსონაჟები შეასრულებენ მოქმედებებს “ღამის” ფაზაში. ამის შემდეგ, ყველა მოთამაშე “გაიღვიძებს” და იწყება დისკუსიის / დებატების / კამათის ეტაპი, რომელშიც მოქალაქეები ცდილობენ აღმოაჩინონ სოფელში შემოპარული ვამპირი/ები, ხოლო თავად ვამპირები ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ თავიდან აიცილონ ყოველგვარი ეჭვი და დააჯერონ ყველას, რომ ისინიც რიგითი მაცხოვრებლები არაიან. დისკუსიის ბოლოს მოთამაშეები ერთდროულად აძლევენ ხმას იმ მოთამაშეს, რომელიც ყველაზე საეჭვოა მათთვის და წყვეტენ ვინ ვარდება თამაშიდან. თუ არჩეული მოთამაშე ვამპირია სოფლის მაცხოვრებლები მოიპოვებენ ნანატრ გამარჯვებას, ხოლო სოფლელის გაგდების შემთხვევაში გამარჯვება ბოროტ ვამპირებს რჩება.

One Night – როლური თამაშების სრულიად განსხვავებული და ახალი მიმართულებაა. თამაშში ძირითადი აქცენტი მოთამაშეების მსჯელობაზე, დისკუსიასა და არგუმენტირებულ მსჯელობაზეა გაკეთებული. სხვა როლური თამაშებისგან განსხვავებით One Night-ში მხოლოდ ერთი ღამის ფაზაა, შესაბამისად მოთამაშეებს თვალების დახუჭვა და ფარული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ ერთხელ უწევთ, დარჩენილი დრო კი მთლიანად ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის და მსჯელობისთვისაა გამოყოფილი. One Night Ultimate Vampire არის დამოუკიდებელი თამაში One Night სერიაში, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ დამოუკიდებლად ან One Night-ის სხვა ვერსიებთან ერთად. სხვადასხვა ვერსიის ერთმანეთთან შერევით შეძლებთ გაზარდოთ მოთამაშეთა რაოდენობა, დაამატოთ ახალი პერსონაჟები და თამაში უფრო საინტერესო და ქაოტური გახადოთ.

თამაში მოიცავს უფასო აპლიკაციასაც, რომელიც შეასრულებს წამყვანის ფუნქციას, გააღვიძებს და მიუთითებს თითოეულ მოთამაშეს რომელი ქმედება უნდა განახორციელოს, აგრეთვე განსაზღვრავს სამსჯელო დროს, რა დროშიც მოთამაშეები ეცდებიან სწორი მსჯელობით გაარკვიონ რომელია მათ შორის ბოროტმოქმედი.

 

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

3-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.60

თამაშის მოცულობა

1.5 x 5 x 7 inches