One Night Ultimate Super Villains

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

3-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.30

თამაშის მოცულობა

7 x 2 x 10 inches

50.00 

One Night Ultimate Super Villains – სანამ ამერიკის მოსახლეობას ძინავს, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი გმირები ცდილობენ შეაჩერონ მავნე ბოროტმოქმედების შემოტევა. უბედურება ისაა, რომ ბოროტი კრიმინალები შენიღბულნი არიან და მათ შესაჩერებლად გმირებმა ჯერ უნდა გამოააშკარაონ ისინი. One Night Ultimate Super Villains -ში მოთამაშეები ირგებენ სუპერგმირების ან ბოროტმოქმედების როლებს და თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ. სუპერგმირების მიზანი ბოროტმოქმედთა შეჩერებაა, ხოლო ბოროტმოქმედები ცდილობენ ხელიდან დაუსხლტენ მათ. თამაშში თითოეულ პერსონაჟს საოცარი სუპერძალა აქვს. საწყის ეტაპზე ყველა მოთამაშე “დაიძინებს” (დახუჭავს თვალს) და გარკვეული პერსონაჟები შეასრულებენ მოქმედებებს “ღამის” ფაზაში. ამის შემდეგ, ყველა მოთამაშე “გაიღვიძებს” და იწყება დისკუსიის / დებატების / კამათის ეტაპი, რომელშიც სუპერგმირები ცდილობენ დაადგინოს ვინ არის ბოროტმოქმედი, ხოლო ბოროტმოქმედები ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ თავიდან აიცილონ ყოველგვარი ეჭვი და დააჯერონ ყველას, რომ ისინიც სუპერგმირები არაიან. დისკუსიის ბოლოს მოთამაშეები ერთდროულად აძლევენ ხმას იმ მოთამაშეს, რომელიც ყველაზე საწჭვოა მათთვის და წყვეტენ ვინ ვარდება თამაშიდან. თუ არჩეული მოთამაშე ბოროტმოქმედია სუპერგმირები მოიპოვებენ ნანატრ გამარჯვებას, ხოლო გმირის გაგდების შემთხვევაში გამარჯვება ბოროტმოქმედებს რჩება.

One Night– როლური თამაშების სრულიად განსხვავებული და ახალი მიმართულებაა. თამაშში ძირითადი აქცენტი მოთამაშეების მსჯელობაზე, დისკუსიასა და არგუმენტირებულ მსჯელობაზეა გაკეთებული. სხვა როლური თამაშებისგან განსხვავებით One Night-ში მხოლოდ ერთი ღამის ფაზაა, შესაბამისად მოთამაშეებს თვალების დახუჭვა და ფარული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ ერთხელ უწევთ, დარჩენილი დრო კი მთლიანად ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის და მსჯელობისთვისაა გამოყოფილი. One Night Ultimate Super Villains არის დამოუკიდებელი თამაში One Night სერიაში, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ დამოუკიდებლად ან One Night-ის სხვა ვერსიებთან ერთად. სხვადასხვა ვერსიის ერთმანეთთან შერევით შეძლებ გაზარდოთ მოთამაშეთა რაოდენობა, დაამატოთ ახალი პერსონაჟები და თამაში უფრო საინტერესო და ქაოტური გახადოთ.

თამაში მოიცავს უფასო აპლიკაციასაც, რომელიც შეასრულებს წამყვანის ფუნქციას, გააღვიძებს და მოიუთითებს თითოეულ მოთამაშეს რომელი ქმედება უნდა განახორციელოს, აგრეთვე განსაზღვრავს სამსჯელო დროს, რა დროშიც მოთამაშეები ეცდებიან სწორი მსჯელობით გაარკვიონ რომელია მათ შორის ბოროტმოქმედი.

რეკომენდირებული ასაკი

8+

მოთამაშეების რაოდენობა

3-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

10 წუთი

თამაშის სირთულე

1.30

თამაშის მოცულობა

7 x 2 x 10 inches