სამაგიდო თამაში კოდური სახელები – Codenames Board Game
იპოვეთ თქვენი გუნდის ყველა აგენტი პირველი, კოდის სიტყვების მიხედვით, შეცდომის გარეშე!
მხოლოდ სპიკერი ხედავს საიდუმლო ბარათებს, რომელც აჩვენებს რომელი სიტყვა ეკუთვნის რომელ გუნდს.
სპიკერი აძლევს მინიშნებას – ერთ სიტყვასა და რიცხვს (მაგ. “სკოლა 2” ნიშნავს, რომ ორი სიტყვა ეხება სკოლას.)
გუნდი ცდილობს გამოიცნოს სწორი სიტყვები, მაგრამ – ფრთხილად!
თუ შეარჩიეთ არასწორი სიტყვა – შეიძლება წააწყდეთ მოწინააღმდეგის აგენტს ან მკვლელს – და თამაში დასრულდება!
ვინ გაიმარჯვებს? ვინც პირველი იპოვის თავის ყველა აგენტს, მკვლელის გამოღვიძების გარეშე!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: მოცემული თამაში იბეჭდება საქართველოში და კომპონენტების ხარისხი არ არის მაღალი!





