Exploding Kittens Party

რეკომენდირებული ასაკი

7+

მოთამაშეების რაოდენობა

2-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

15 წუთი

თამაშის სირთულე

1.10

თამაშის მოცულობა

6.1 x 3.9 x 1.5 inches

60.00 

Exploding Kittens- სტრატეგიული და სახალისო თამაშია, რომელიც რუსული რულეტკის პრინციპით მიმდინარეობს. მოთამაშეები რიგ-რიგობით იღებენ ბარათებს, იქამდე სანამ რომელიმე მათგანს ბარათი აუფეთქდება და წააგებს თამაშს. თამაშში უამრავი სხვადასხვა კარტია, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ აფეთქება, აიძულოთ მოწინააღმდეგე რამდენიმე ბარათი აიმატოს, აჩეხოთ ბარათები და სხვა. კარტების შემცირებასთან ერთად დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს, რადგან აფეთქების რისკი იზრდება. სწორად გათვალეთ ბარათების გამოყენების თანმიმდევრობა, იოცნებეთ რომ სწორ სტრატეგიასთან ერთად იღბლიანიც აღმოჩნდეთ და დატკბით აფეთქებული მოწინააღმდეგეების გაოცებული სახეების ყურებით.

Exploding Kittens Party აერთიანებს ფეთქებადი კნუტების კლასიკური ვერსიისა და მისი დამატების (Imploding Kittens) ბარათებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი საყვარელი თამაში უკვე 10 მოთამაშეში ითამაშოთ.

 

რეკომენდირებული ასაკი

7+

მოთამაშეების რაოდენობა

2-10 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

15 წუთი

თამაშის სირთულე

1.10

თამაშის მოცულობა

6.1 x 3.9 x 1.5 inches