Dune

რეკომენდირებული ასაკი

14+

მოთამაშეების რაოდენობა

2-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

120 წუთი

თამაშის სირთულე

3.90

თამაშის მოცულობა

10.6 x 2.6 x 10.6 inches

300.00 

თამაში შექმნილია ფრენკ ჰერბერტის ნოველის მიხედვით – „Dune“. თამაშში იდეალურადაა გადმოტანილი წიგნში არსებული სხვადასხვა ფრაქციები, მოქმედი გმირები, იარაღები, გეოგრაფიული ლოკაციები და პლანეტის თავისებურებები (შტორმი, სფაისი, მატლები – ე.წ. „შაი-ჰულუდ“ და ა.შ.) და სხვა თემატური ელემენტები. ამას გარდა, არსებული 6 ფრაქციიდან თითოეულის შემთხვევაში, ასევე იდეალურადაა იმპლემენტირებული მათი უნიკალური შესაძლებლობები (იმპერატორი ყველაზე მდიდარია, ატრეიდესი ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობს, ჰარკონენთან ბრძოლა დიდი შარია “მოღალატეების” გამო და ა.შ.). თამაში მაქსიმუმ 10 რაუნდი გრძელდება და მასში თქვენი მიზანია რომელიმე კონკრეტული რაუნდის ბოლოს, რუკაზე არსებული 5 ციხე-სიმაგრიდან 3-ის გაკონტროლება. ამისთვის, გარდა კლასიკური Area Control მექანიკისა, თქვენ მოგიწევთ აუქციონზე Treachery კარტების ყიდვა (იარაღები, თავდაცვითი კარტები, უნიკალური კარტები და .ა.შ), პლანეტაზე თქვენი ჯარების გაგზავნა, ოპონენტებთან ბრძოლა, დახოცილი მებრძოლების გაცოცხლება, თამაშის მთავარ ფულად რესურსზე – სფაისზე „დევნა“ და ა.შ. დიუნში აუქციონზე იყიდება კონკრეტული რაოდენობის საბრძოლო (Treachery) კარტები. თითოეულ კარტზე იწყება ბიდინგი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კარტები დაფარულად დევს და რეალურად მოთამაშეებმა არ იციან, ბიდს რაზე აკეთებენ. მიუხედავად ამისა თამაშის ერთ-ერთი ფრაქცია – ატრეიდესი, თითოეულ კარტს წინასწარ ნახულობს და, შესაბამისად, იცის კარტის ეფექტი. სხვა მოთამაშეებს კი, შეუძლიათ, მისგან ეს ინფორმაცია სხვადასხვა რესურსის სანაცვლოდ იყიდონ. საბოლოოდ, თითოეულ კარტში გადახდილი თანხა არა ბანკში, არამედ ერთ-ერთი მოთამაშის ფრაქციის – იმპერატორის ჯიბეში მიდის. ანალოგიური შემთხვევაა კიდევ ერთი ფაზის – Shipment-ის დროს, რომლის ფარგლებშიც მხარეები ჯარებს აგზავნიან და ამოძრავებენ უშუალოდ ბორდზე. Shipment, რა თქმა უნდა ფული (სფაისი) ღირს და რა თქმა უნდა, თითეული ფრაქციის მიერ გადახდილი სფაისი ერთი კონკრეტული ფრაქციის (Spacing Guild) ჯიბეში მიდის; თამაშში გხვდება ძალიან საინტერესო და სახალისო ე.წ „მოღალატეების“ (Traitors) მექანიკა. ზოგადად, ბრძოლებში მოთამაშეები იყენებენ საკუთარი ფრაქციის 5 ლიდერიდან ერთ-ერთს. ამასთანავე, თამაშის დასაწყისში თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 4 კარტი დასტიდან, რომელშიც ყველა ფრაქციის თითოეული ლიდერის ამსახველი თითო კარტია. მოთამაშეები 4-დან ერთ კარტს იტოვებენ და ის ხდება „მოღალატე“. კერძოდ, თუ მე დარიგებული 4 კარტიდან დავიტოვებ სტილგარს (ფრემენების ლიდერი) და ოდესმე, ფრემენებთან ბრძოლაში, მეტოქე ჩემს წინააღმდეგ ლიდერად სწორედ სტილგარს გამოიყენებს, ბრძოლას ავტომატურად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე ვიგებ. შესაბამისად, ბრძოლის მოგებაში ყოველთვის დარწმუნებული ვერ იქნებით, თუ რა თქმა უნდა, „დაზღვეული“ ლიდერი არ გყავთ. დაზღვეული ლიდერი ნიშნავს, რომ დარიგებული 4 კარტიდან ერთ-ერთი ან მეტი თქვენი ფრაქციის ლიდერი იყო და, შესაბამისად, დარწმუნებული ხართ, რომ ის არც ერთ სხვა მოთამაშეს არ უჭირავს. • თამაშში შესაძლებელია ალიანსების დადება და ორი მოთამაშის მიერ 4 ციხე-სიმაგრის გაკონტროლებით მოგება. ალიანსის შექმანასა და დაშლას მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს და ის უბრალოდ მოთამაშის ნებაზე არაა დამოკიდებული. ამას გარდა, ალიანსი მხარეებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ მათი მოკავშირის უნიკალური ძალა. Dune-ში მოთამაშეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე დადონ გარიგება, ე.წ. Deal და ის სავალდებულო ხასიათის (Legally Binding) ხდება. მაგალითად, იმპერატორი ატრეიდესს უხდის 5 სფაისს და ეუბნება, რომ სანაცვლოდ ბიდინგზე არსებულ ყველა კარტზე არსებული ინფორმაცია გაანდოს. თუ ატრეიდესი დათანხმდება, აიღებს თანხას და ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. Dune-ში მოთამაშეს შეუძლია საერთოდ არ იბრძოლოს და წმინდა პოლიტიკური მეთოდებით (სწორი გარიგებებით, სხვების ერთმანეთზე გადამტერებით, სწორი ალიანსის დადებით და ა.შ.) მოიგოს. Dune-ში თამაში მოგების ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად ზოგიერთ ფრაქციას შეუძლია თამაში საკუთარი უნიკალური შესაძლებლობით მოიგოს. გილდია თამაშს იგებს, თუ 10 რაუნდი-ის მანძილზე მანამდე ვერავინ მოიგო. შესაბამისად, შეუძლია საკუთარი ტაქტიკა სწორედ ამ კონდიციას მოარგოს – არ ითამაშოს სტანდარტულ მოგებაზე და მაქსიმალურად ეცადოს სხვას არ მოაგებინოს. აქვე, Bene Gesserit Prediction – ამ ფრაქციას თამაშის დასაწყისში ურიგდება კარტები, სადაც გამოსახულია ყველა ფრაქციის ემბლემა და მეორე დასტა, სადაც უბრალოდ რაუნდების რიცხვებია 1-დან 10-მდე. მოთამაშე არჩევს თითო კარტს თითო დასტიდან და ეს ხდება მისი Prediction. ანუ, მაგალითად, თუ მე ავირჩიე ჰარკონენი და Turn 5, ნიშნავს, იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰარკონენი (ან ალიანსი მისი მონაწილეობით) თამაშს მეხუთე სხვლაზე მოიგებს, მის მაგივრად Bene Gesserit იგებს.

 

რეკომენდირებული ასაკი

14+

მოთამაშეების რაოდენობა

2-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

120 წუთი

თამაშის სირთულე

3.90

თამაშის მოცულობა

10.6 x 2.6 x 10.6 inches