Coup

რეკომენდირებული ასაკი

13+

მოთამაშეების რაოდენობა

2-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

15 წუთი

თამაშის სირთულე

1.40

თამაშის მოცულობა

4.5 x 1.25 x 6 inches

40.00 

სამაგიდო თამაში ქოუფი- Coup Board Game.

COUP-ში მთავრობა კორუფციულ სქემებშია გახვეული, მოსახლეობა კი სიღარიბის ზღვარზეა, ამის გამო საზოგადოებაში რევოლუციის სურვილი უფრო და უფრო იზრდება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ამაში ნათელ მომავალს, ხოლო მეორე ნაწილი, აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას ხედავს. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მოგიწევთ დაუპირისპირდეთ თქვენს მოწინააღმდეგეებს, დაამხოთ მათი ძალაუფლება და ქვეყნიდან გააძევოთ ისინი.

COUP-ში თქვენი მიზანია მოიშოროთ ყველა მოწინააღმდეგე და დარჩეთ ერთადერთი პირი თამაშში. საწყის ეტაპზე თითოეული მოთამაშე იღებს 2 მონეტას და 2 პერსონაჟის კარტს, რომელთა ვინაობის ნახვა მხოლოდ თვითონ შეუძლია. გაუნაწილებელ კარტებს და მონეტებს ათავსებთ მაგიდის შუა ნაწილში. თამაშში 5 განსხვავებული პერსონაჟია, რომლებიც სხვადასხვა განსაკუთრებულ შესაძლებლობას განიჭებთ. მათ ძალებს პერსონაჟის მოქმედებებთან ერთად მოგვიანებით განვიხილავთ.

COUP-ში არსებობს ძირითადი და პერსონაჟის მოქმედებები. თამაშში 3 ძირითადი მოქმედებაა და 5 პერსონაჟი სხვადასხვა მოქმედებებით. პერსონაჟის მოქმედებებია:

  • Duke – შეუძლია აიღოს 3 მონეტა ბანკიდან (Tax). ბლოკავს მოწინააღმდეგეების მიერ 2 მონეტის აღებას (Blocks Foreign Aid).
  • Assassin – შეუძლია 3 მონეტის ბანკში გადახდით მოწინააღმდეგეს მოუკლას ერთი პერსონაჟი (Assassinate) (შესაძლებელია მისი მკვლელობა დაიბლოკოს და მსგავს შემთხვევაში მოთამაშე დაკარგავს გადახდილ 3 მონეტას)
  • Captain – შეუძლია სხვა მოთამაშეს მოპაროს 2 მონეტა (Steal). ბლოკავს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მოპარვის მცდელობას (Blocks stealing).
  • Ambassador – შეუძლია შეცვალოს პერსონაჟები (Exchange). ბლოკავს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მოპარვის მცდელობას (Blocks stealing).
  • Contessa– შეუძლია მის წინააღმდეგ განხორციელებული ასასინის მკვლელობის დაბლოკვა (Blocks assassination).

ძირითადი მოქმედებებია:

  • Income – 1 მონეტის აღება ბანკიდან (არ იბლოკება)
  • Foreign Aid – 2 მონეტის აღება ბანკიდან ( შესაძლებელია დაიბლოკოს Duke-ის მიერ და ვეღარ აიღებთ ვერცერთ მონეტას)
  • Coup – 7 მონეტის ბანკში გადახდით მოკლათ ნებისმიერი მოთამაშის ერთი პერსონაჟი (არ იბლოკება)

COUP-ში რომელიმე პერსონაჟის მოქმედების გამოსაყენებლად საჭიროა გყავდეთ ამ ძალის მქონე პერსონაჟი ან უბრალოდ დააჯერეთ სხვა მოთამაშეებს, რომ ის გყავთ. ბლეფის დროს იყავით დამაჯერებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების ბარათით დადასტურებას მოგთხოვენ და ამით დაკარგავთ ერთ ან უკიდურეს შემთხვევაში ორივე პერსონაჟს. როდესაც ერთი მოთამაშე რომელიმე პერსონაჟის ძალას იყენებს დანარჩენ მოთამაშეებს შეუძლიათ მოსთხოვოს მას წარმოადგინოს ეს პერსონაჟი (ბარათით დადასტურება). ამ დროს იგი ვალდებულია წარმოადგინოს ის პერსონაჟი, რომლის ძალასსაც იყენებდა. თუ ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ პერსონაჟს, მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც დაკარგავს (ამოტრიალებულ მდგომარეობაში დაიდებს წინ) და ვეღარ შეძლებს მის გამოყენებას. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოთამაშე მოახერხებს მოთხოვნილი პერსონაჟის წარმოდგენას, კარტს კარგავს ის პირი, რომელმაც მოითხოვა ბარათით დადასტურება, ხოლო ის მოთამაშე, რომელმაც საკუთარი პერსონაჟი გამოაჩინა მაგიდის შუა ნაწილში მდებარე გაუნაწილებელი პერსონაჟებიდან აიღებს ერთ ახალ კარტს, ხოლო ძველ (გამოჩენილ) პერსონაჟს შეურევს დარჩენილ კარტებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ თამაშის მიზანი მოწინააღმდეგეების ყველა ბარათის მოკვლაა. თამაშში პერსონაჟის მოკვლის 3 გზა არსებობს: 1) მონეტების გადახდით მოწინააღმდეგის ბარათის მოკვლა (Coup; Assassinate) 2) მოთამაშის ტყულში გამოჭერა (როდესაც მას არ ყავს ის პერსონაჟი, რომლის ძალასაც იყენებდა) 3) ბარათის დადასტურება (მოწინააღმდეგისთვის მოთხოვნილი პერსონაჟის წარდგენა). ქოუფში არის ორი შემთხვევა, როდესაც მოთამაშე ერთი ქმედებით კარგავს ორივე პერსონაჟს და დაუყოვნებლივ ვარდება თამაშიდან. 1) ერთი მოთამაშე მეორეს კლავს ასასინის მკვლელობით და ამ დროს მკვლელობის ადრესატი ითხოვს ასასინის ქმედების ბარათით დადასტურებას, რა დროსაც მოწინააღმდეგე გამოაჩენს ასასინის კარტს. ამ დროს მოთამაშე კარგავს 2 პერსონაჟს – ერთს ასასინის მკვლელობით და მეორეს ბარათის დადასტურებით. 2) ერთი მოთამაშე მეორეს კლავს ასასინის მკვლელობით და ამ დროს მკვლელობის ადრესატი იტყუება, რომ ყავს Contessa და ამ მკვლელობას ბლოკავს, მოწინააღმდეგე კი Contessa-ს ბარათის ჩვენებას მოსთხოვს. ამ დროს მოთამაშე კარგავს 2 პერსონაჟს – ერთს ასასინის მკვლელობით და მეორეს Contessa-ს ბარათის ვერ წარდგენის გამო. თუ მოთამაშე დაკარგავს პერსონაჟს Coup-ის ან სხვა ქმედების საფუძველზე, მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც ამოტრიალებულ მდგომარეობაში დაიდებს წინ. ეს პერსონაჟი თამაშის ბოლომდე ამგვარად იდება და ვეღარავინ შეძლებს მის გამოყენებას. ორივე პერსონაჟის დაკარგვის შემთხვევაში მოთამაშე ვარდება თამაშიდან. თუ მოთამაშეს მისი სვლის დასაწყისში 10 ან მეტი მონეტა აქვს, მას მხოლოდ Coup ქმედების განხორციელება შეუძლია (მოთამაშემ უნდა გადაიხადოს 7 მონეტა ბანკში და აირჩიოს მოთამაშე, რომელიც დაკარგავს ერთ პერსონაჟს).

რეკომენდირებული ასაკი

13+

მოთამაშეების რაოდენობა

2-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

15 წუთი

თამაშის სირთულე

1.40

თამაშის მოცულობა

4.5 x 1.25 x 6 inches