ფასდაკლება!

Chocolatier

დასრულებული ფაზლის ზომა

20 x 16 x 16 cm

Original price was: 60.00 ₾.Current price is: 55.00 ₾.

3D ფაზლი – Chocolatier

The assembly is suitable for people older than 14 years and need patience to assemble by yourself!

ფაზლების აწყობას დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებსათან ერთად უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს ადამიანებისათვის:

  1. კონცენტრაციის გაუმჯობესება
    დღევანდელ ეპოქაში კონცენტრაციის შენარჩუნება ძალიან რთულია, რადგან გარშემო უამრავი ნივთი თუ გარემოებაა, რომელიც ყურადღებას გვიფანტავს. ფაზლები თქვენგან მოითხოვს სრულ ფოკუსსა და კონცენტრაციას, რათა ჯერ შესაბამისი ნაწილი იპოვოთ, ხოლო შემდეგ იგი სწორ ადგილას მოათავსოთ. ფაზლების აწყობით ხდებით უფრო კონცენტირებულები და თამაშისას გამომუშავებული ეს უნარი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობებშიც ძალზედ დაგეხმარებათ.
  2. მეხსიერების გაუმჯობესება
    ფაზლების აწყობა ხელს უწყობს ჩვენი ტვინის უჯრედების გავარჯიშებას, ის განსაკუთრებით კარგია მოკლევადიანი მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ჩვენი მოკლევადიანი მეხსიერება გვეხმარება დავიმახსოვროთ ფორმები, ფერები და ვიზუალურად წარმოვიდგინოთ უფრო დიდი სურათი, რათა გავარკვიოთ, რომელი ნაწილები მოერგება ერთმანეთს.
  3. პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესება
    თავსატეხები მოითხოვს სხვადასხვა მიდგომას პრობლემის გადასაჭრელად, რადგან ბევრი ცდა და შეცდომაა საჭირო მის ასაწყობად. ამ დროს ჩვენ ვსწავლობთ თეორიების ჩამოყალიბებას, ჰიპოთეზების ტესტირებასა და ჩვენი პერსპექტივების შეცვლას, როდესაც რაღაც არ გამოდის გეგმის მიხედვით.
  4. ვიზუალურ-სივრცითი აღქმის გაუმჯობესება
    თავსატეხის ამოხსნისას ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სხვადასხვა ნაწილებს და გავარკვიოთ სად ჯდება ისინი უფრო დიდ სურათში. ამის რეგულარულად გაკეთება გვეხმარება ვიზუალურ-სივრცითი აღქმის გაუმჯობესებაში.
  5. ფაზლები საუკეთესო საშუალებაა გამოიკეთოთ ხასიათი და თავი დააღწიოთ სტრესს
    ფაზლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის ზრდის ჩვენს ტვინში დოფამინის გამომუშავებას. დოფამინი არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც არეგულირებს განწყობას და ოპტიმიზმის განცდას. ის ასევე გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე და მოტივაციაზე. დოფამინი გამოიყოფა ფაზლის არამარტო სრულად აწყობის, არამედ თუნდაც ერთ ნაწილის სწორად მოთავსების დროს. ეს გვეხმარება მოდუნებაში და ჩვენი ტვინი “ბეტადან” “ალფა” მდგომარეობაში გადადის ანუ განტვირთვის ფაზაში. ეს ყოველივე კი თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება და დაგეხმარებათ დაძლიოთ სტრესი.
  6. დეტალებზე ყურადღების გამახვილების გაუმჯობესება
    როდესაც თქვენ ფაზლის აწყობას ცდილობთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება გადამწყვეტია. თქვენ უნდა შეძლოთ გამოარჩიოთ მცირედი განსხვავება ფერსა თუ ფორმაში, რაც დაგეხმარებათ ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებაში.
  7. გაზრდილი პროდუქტიულობა
    ჩვენ მეტად პროდუქტიულები ვართ, როდესაც უფრო ბედნიერად და ნაკლებად დაძაბულად ვგრძნობთ თავს და როგორც უკვე ავღნიშნეთ ამისთვის ფაზლები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ სამსახურში ან სკოლაში გიჭირთ დავალების შესრულება, აიღეთ მცირე შესვენება და ცადეთ ფაზლის აწყობა ტვინის გადატვირთვისთვის. ეს პატარა შესვენება საშუალებას მოგცემთ ბერვად უფრო კონცენტრირებული  და მიზანმიმართული დაუბრუნდეთ საქმეს.
დასრულებული ფაზლის ზომა

20 x 16 x 16 cm