ბაზინგა

რეკომენდირებული ასაკი

12+

მოთამაშეების რაოდენობა

3-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30-60 წუთი

თამაშის სირთულე (1.00-5.00)

1.7

თამაშის მოცულობა

29.5 x 29.5 x 7 cm

თამაშის ხარისხი

ორიგინალი

100.00 

სამაგიდო თამაში ბაზინგა

მაშ ასე! წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები ხართ საყვარელი და უწყინარი მონსტრები. თქვენ ადამიანების სამყაროში აღმოჩნდით და დაკარგეთ ყველა სუპერ შესაძლებლობები. მათ გარეშე კი არც სამშობლოში დაბრუნება შეგიძლიათ და არც ამ სამყაროს დაპყრობა! როგორ უნდა მოიქცეთ? უპირველეს ყოვლისა ერთმანეთთან უნდა დაამყაროთ ტელეპატიური კავშირი.

ამაში ბაზინგა დაგეხმარებათ – სიტყვების ახსნის უნიკალური თამაში.
ბაზინგაში სიტყვების გამოცნობა ყველა მოთამაშის მიერ ერთდროულად ხდება, ამიტომ არავინ მოიწყენს საკუთარი სვლის მოლოდინში! თქვენ შეძლებთ ერთმანეთს გაუგზავნოთ სხვადასხვა სირთულის შეტყობინებები სხვადასხვა მეთოდებით: სიტყვიერად, ჟესტებით, ხატვით ან სხვა მონსტრული ხერხებით. მთავარია, რომ თქვენ გაუგოთ ერთმანეთს, თუმცა ყველა მეთოდს აქვს გვერდითი მოვლენები: შეუკავებელი ხარხარი, სიცილისგან მუცლის ტკივილი, თვალებზე ცრემლები და ჩაბჟირება. თამაშის ბოლოს ბაზინგა გამოავლენს 2 მონსტრ გამარჯვებულს, რომელთაც ყველაზე უკეთ ესმით ერთმანეთის.  მზად ხართ გარისკოთ?

სამაგიდო თამაში ბაზინგა სიტყვების ახსნის დინამიკური და განსხვავებული თამაშია, რომელიც მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შეკრებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის!

თამაშში ყველა მონაწილე მუდმივად ჩართულია — აქ არ არსებობს მოსაწყენი ლოდინი. თითოეული რაუნდი სავსეა ემოციებით, დაძაბული კონკურენციითა და მოულოდნელი მომენტებით.

თამაშის მსვლელობისას მოთამაშეები თავად ირჩევენ სიტყვის ახსნის მეთოდსა და სირთულეს სპეციალური ალგორითმის დახმარებით. ეს ქმნის სტრატეგიის, შემოქმედებითობისა და მოქმედების სრულ თავისუფლებას — შეგიძლიათ ითამაშოთ ისე, როგორც თქვენთვის ყველაზე საინტერესოა.

ბაზინგა იდეალურია მეგობრებთან, ოჯახთან ან წვეულებებზე სათამაშოდ — თამაში, რომელიც სიცილს, აზარტსა და დაუვიწყარ ემოციებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

შემადგენლობა

  • 216 ბანქო 1700+ სიტყვით;
  • თამაშის წესები;
  • 15 მოთამაშის ჟეტონი
  • 30 ბუჰაჰა ბარათი;
  • ქვიშის საათი;
  • 36 ახსნის მეთოდის ჟეტონი;
  • 6 სხვადასხვა ფერის პერსონალური ბარათი;
რეკომენდირებული ასაკი

12+

მოთამაშეების რაოდენობა

3-6 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა

30-60 წუთი

თამაშის სირთულე (1.00-5.00)

1.7

თამაშის მოცულობა

29.5 x 29.5 x 7 cm

თამაშის ხარისხი

ორიგინალი