Sale!

Halli Galli

Recommended age

6+

Number of players

2-6 Players

Playing Time

10-20 Min

Complexity

1.10

Game dimension

12.5 x 17 x 6 cm

40.00 

Spot 5 იგივე Halli-Galli სწრაფი და სახალისო თამაშია, სადაც მოთამაშეები რიგ-რიგობით ატრიალებენ ბარათებს და 5 მსგავსი ხილის გამოჩენის შემთხვევაში ცდილობენ ყველაზე სწრაფად დარეკონ მაგიდის შუაში არსებული ზარი. თამაშში ხელის და გონების სისწრაფეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იყავით ფრთხილად, არასწორ მომენტში ზარის დარეკვა ძვირად დაგიჯდებათ.

თამაშის მიზანი
მოთამაშეები რიგრიგობით აბრუნებენ ბანქოს. როდესაც ამოტრიალებულ ბანქოებზე ჯამში ზუსტად 5 ხილია უნდა დარეკოთ ზარი. პირველი მოთამაშე ვინც დარეკავს ზარს იღებს ყველა გადმოტრიალებულ კარტს და ამატებს საკუთარ დასტას. თამაშის გამარჯვებულია ყველაზე მეტი კარტის მქონე მოთამაშე.

თამაშის გაწყობა
ზარი მოათავსეთ მაგიდის შუა ნაწილში. აურიეთ ბანქოები და დაურიგეთ მოთამაშეებს იქამდე, მანამ სულ არ გააანაწილებთ მათ. თითოეული მოთამაშე მისთვის განაწილებულ ბანქოებს იდებს წინ, განქოების ნახვის გარეშე. აუცილებელია ბანქო ისე დადოთ, რომ არ ჩანდეს კარტებს რა ახატია.

თამაშის წესები
თითოეული მოთამაშე ატრიალებს მისი დასტის ზედა კარტს და დებს მისი დასტის წინ. ყოველი მომდევნო ბანქო უნდა დაადოთ წინა სვლაზე გახსნილ ბანქოს ისე, რომ სრულიად ფარავდეს მას. აუცილებელია ბანქო გახსნათ სურათზე ნაჩვენები წესით, რადგან ვერ მოახერხოთ პირველმა დაინახოთ რა ახატია თქვენს კარტს.

როდის რეკავთ ზარს
თითოეული მოთამაშე ცდილობს პირველმა შეამჩნიოს მაგიდაზე 5 ერთნაირი ხილი და ყველას დაასწროს ზარის დარეკვა. ვინც პირველი დარეკავს ზარს მიიღებს ყველა მოთამაშის წინ არსებულ გახსნილ ბანქოებს და დაამატებს საკუთარი გაუხსნელი ბანქოების დასტას. როდესაც მოთამაშეს აღარ აქვს გასახსნელი ბანქოები, იგი ვარდება თამაშიდან, მისი გახსნილი კარტები კი რჩება მაგიდაზე, მანამ სანამ რომელიმე მოთამაშე მოიგებს რაუნდს და აიღებს მათ. თუ რომელიმე მოთამაშე შეცდომით დარეკავს ზარს, როდესაც მაგიდაზე არ არის 5 ერთნაირი ხილი, მას მოუწევს თითოეულ მოთამაშეს მიცეს 1 გაუხსნელი კარტი საკუთარი დასტიდან.

თამაშის დასასრული
თამაში მთავრდება მაშინ, როდესაც თამაშში 2 მოთამაშე დარჩება. შესაძლებელია არ დაემორჩილოთ ამ წესს და თამაში ითამაშოთ იქამდე, მანამ ერთ მოთამაშე არ მოიგებს ყველა ბანქოს. თამაშის გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ბანქო აქვს.

Recommended age

6+

Number of players

2-6 Players

Playing Time

10-20 Min

Complexity

1.10

Game dimension

12.5 x 17 x 6 cm