15 მიზეზი თუ რატომ უნდა ითამაშოთ სამაგიდო თამაშები

დღესდღეობით სამაგიდო თამაშები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სამაგიდო თამაშებს გართობის გარდა უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს როგორც პატარებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. სამაგიდო თამაშების სპექტრი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და ინტერესების ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს მისი შესაფერისი თამაში.

სამაგიდო თამაშებს უამრავი კლვევა და სტატია ეძღვნება, რომელთა საფუძველზეც წარმოგიდგენთ 15 მიზეზს, რის გამოც სამაგიდო თამაშები ყველამ უნდა ითამაშოს:

1) გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად

გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით თითოეულ ადამიანს ოჯახისთვის ძალზედ მცირე დრო რჩება, მაგრამ ამ მცირე დროსაც ტელევიზორს, კომპიუტერსა თუ ტელეფონს უთმობს. ოჯახის წევრებთან ერთად გართობა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენით თითქმის დავიწყებას მიეცა. სამაგიდო თამაშები ამ პრობლემის გადაჭრის შესანიშნავი გზაა, რომელიც თითოეულ ოჯახის წევრს ერთი მაგიდის გარშემო გაგაერთიანებთ და გაგახსენებთ თუ რამდენად ღირებულია ერთად გატარებული დრო.

2) ხელი შეუწყვეთ ბავშვის განვითარებას

სამაგიდო თამაშები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჯანმრთელობისა და ტვინის განვითარებაში. ის ბავშვებს ეხმარება ლოგიკის, მსჯელობის, კომუნიკაციის, კონცენტრაციის, დეტალებზე ყურადღების გამახვილების, სივრცის აღქმისა და კოგნიტური უნარების განვითარებაში.

3) განიტვირთეთ, მიიღეთ სიამოვნება და დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით

სიცილი და მხიარულება სამაგიდო თამაშების „გვერდითი ეფექტებია“, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ სიამოვნება და მოწყდეთ თქვენს პრობლემებს, დარდს. დროის სასიამოვნოდ გატარება ეხმარება ადამიანს დაძლიოს სტრესი, სწორედ ამიტომ არის მიჩნეული სამაგიდო თამაშები სტრესის და დაძაბულობის დაძლევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. კომპანია „RealNetworks“-ის მიერ ჩატარებული ონლაინ კვლევის შესაბამისად, საზოგადოების 53% სამაგიდო თამაშებს სწორედ სტრესის მოსახსნელად თამაშობს.

4) გაიუმჯობესეთ მეხსიერება

სამაგიდო თამაშებში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ მოწინააღმდეგეთა განხორციელებული სვლები, მათი სტრატეგია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თამაშის მომდევნო ეტაპზე გეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. გართობის პარალელურად ამით თქვენი გონებაც ვარჯიშობს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაგიკვირდებათ და თქვენი მეხსიერება შესამჩნევად გაუმჯობესდება. Toronto-ს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შესაბამისად, ის სტუდენტები, რომლებიც ხშირად თამაშობდნენ სამაგიდო თამაშებს, ბევრად უფრო სწრაფად ახერხებდნენ დაემახსოვრებინათ დეტალები და გადაწყვეტილება სწრაფად მიეღოთ. ჩაერთეთ სამაგიდო თამაშებში და ცოტა ხანში თქვენ შეძლებთ იპოვოთ ეს რთულად საპოვნი მანქანის გასაღები მთელი სახლის გადატრიალების გარეშე.

5) მოწყდით ეკრანებს

სამაგიდო თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ის გვეხმარება მოვწყდეთ ეკრანებს. იგი არ მოითხოვს ტელეფონის, პლანშეტის და კომპიუტერული რესურსების გამოყენებას და გვაიძულებს გარკვეული დროით მოვშორდეთ მათ, რაც დღევანდელ რეალობაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

6) გახდით უფრო შემოქმედებითები და თავდაჯერებულები

სამაგიდო თამაშები შესანიშნავი საშუალებაა საუბრისა და ურთიერთობის წამოსაწყებად. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორცხვი ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობის წამოწყება და მათთან ერთად გახსნილად საუბარი. თამაში მათ აიძლებს განახორციელონ გარკვეული მოქმედებები და დაამყარონ კომუნაკაცია სხვა მოთამაშეებთან, ეს კი უხსნის მათ კომპლექსებს და უფრო თვითდაჯერებულებს ხდის.

7) გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე

კონკრეტულ სამაგიდო თამაშებში გჭირდებათ უნარები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ გაარკვიოთ როდის ცდილობს მოწინააღმდეგე მოიტყუოს და როდის ამბობს სიმართლეს, რა პერსონაჟი ყავს მას და რა პერსონაჟად გაჩვენებთ თავს. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ პატარა დეტალებზე, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ მასზე დაყრდნობით უდიდესი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის

8) გამხიარულდით და გახალისდით

სამაგიდო თამაშები ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმში ენდორფინების, ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების, გამოყოფას. ენდორფინი ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებასა და ბედნიერების შეგრძნებას იწვევს, რაც საბოლოოდ დროის სასიამოვნოდ გატარების საწინდარია.

9) დაირეგულირეთ არტერიული წნევა

სტრესის შემცირებისა და ენდორფინების გამოყოფისთან ერთად, სამაგიდო თამაშები ეფექტურია არტერიული წნევის დასარეგულირებლად. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ენდორფინების გამოყოფა კუნთებს მოდუნებისკენ უბიძგებს და სისხლი უფრო ადვილად ცირკულირებს ორგანიზმში, რაც არტერიული წნევის დარეგულირებას იწვევს.

10) გახდით მიზანდასახულები

სამაგიდო თამაშებში გამარჯვების მოპოვება სწორ სტრატეგიასა და მოთმინებას მოითხოვს. ამ უნარების ბედნიერ, სტრესისგან თავისუფალი გარემოში ათვისება უდავოდ დიდი სარგებლის მომტანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

11) გაიძლიერეთ იმუნური სისტემა

კვლევებმა აჩვენა, რომ ნეგატიურ გარემოს, დეპრესიასა და სტრესს შეუძლია შეამციროს დაავადების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. ამის პარალელურად პოზიტიური გრძნობები და აზრები, როგორიცაა სიცილი, სიამოვნება, გართობა და სხვა დადებითი შეგრძნებები, რომელიც მუდამ თან ახლავს სამაგიდო თამაშებს, ებრძვიან სტრესს და აძლიერებენ თქვენს იმუნურ სისტემას.

12) შეამცირეთ ფსიქიკური დაავადებების წარმოქმნის რისკი

სამაგიდო თამაშების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ფსიქიკური დაავადებების წარმოქმნის რისკის შემცირება, მაგალითად, ისეთი დაავადებების მიმართ როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერის დაავადება. სამაგიდო თამაშებში ჩართულობა იწვევს გონების დაძაბვას, რაც მის გავარჯიშებასა და გაძლიერებას გულისხმობს, ხოლო რაც უფრო ძლიერია ტვინის უჯრედები მით უფრო დაბალია ასეთი დაავადებების წარმოქმნის რისკი.

13) გაივარჯიშეთ გონება

სამაგიდო თამაშები მშვენიერი სავარჯიშოა ტვინისთვის, ისინი ასტიმულირებენ ტვინის ისეთ სფეროებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აზროვნებისა და მეხსიერების ფორმირებისთვის. თამაშები გეხმარებათ გაივარჯიშოთ კოგნიტური უნარები, როგორიცაა პრობლემების მოგვარების უნარი, გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სხვა.

14) გააღრმავეთ ურთიერთობები

სამაგიდო თამაშებს არავინ თამაშობს მარტო, იმიტომ რომ მათ მთავარ პრინციპის სწორედ ურთიერთთანამშრომლობა წარმოადგენს. თამაშების სათამაშოდ იკრიბებიან როგორც ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, რომელსაც დროის მხიარულად და საინტერესოდ გატარება სურს. არ აქვს მნიშვნელობა თამაშით ახალ მეგობრების შეძენა გსურთ თუ ძველ მეგობრებთან ერთად გართობა – სამაგიდო თამაშები უბრალოდ გზაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაატაროთ დრო სასიამოვნო გარემოში და უფრო კარგად გაიცნოთ გარშემომყოფები.

15) სამაგიდო თამაშები ბევრად ეკონომიურია ვიდრე ვიდეო თამაშები

იმ გარემოებას რომ თავი დავანებით, რომ ვიდეო თამაშები არაერთი დაავადების წარმოქმნის საწინდარია, იგი ბევრად უფრო ძვირი სიამოვნებაა ვიდრე სამაგიდო თამაშები. ამას დამატებით ონლაინ თამაშების უმეტესობა სათამაშოდ დამატებით გადასახადებს ითვალისწინებს. კომპიუტერული თამაშებიდან სამაგიდო თამაშებამდე ერთი პატარა ნაბიჯია საჭირო, რაც საბოლოოდ დაგარწმუნებთ სამაგიდო თამაშების უპირატესობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *